|
2019-04-19 16:45:43, 1541 ნახვა
რეგიონი
მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო
საქართველოს მთავრობამ დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიმდინარე წელს ამ პროგრამით ისარგებლებს 142 აბიტურიენტი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ისინი მომზადებას გაივლიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. „ჩვენ გუშინ ავამოქმედეთ საპილოტე პროგრამა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებული იქნება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ახალგაზრდების განათლებას სრულად დავაფინანსებთ ჩვენ, მათ შორის საცხოვრებელ კომპონენტსაც. მსურს, ახალგაზრდებს და მათ მასწავლებლებს გადავუხადო დიდი მადლობა. თითოეული მასწავლებელი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტირებზე, ჩვენს მომავალ თაობას აძლევს განათლებას, არის ნამდვილი გმირი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროგრამა სამშვიდობო ინიციატივის -„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" შემადგენელი ნაწილია.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)