|
2019-04-18 16:26:48, 1672 ნახვა
რეგიონი
მთავრობის წარმომადგენლები პანკისის ხეობაში მოსახლეობას შეხვდნენ
„პანკისის ხეობის განვითარების გეგმა ითვალისწინებს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული მიმართულების პროექტების განხორციელებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა იმ პროექტის შესახებ, რომლის განხორციელებასაც სახელმწიფო გეგმავს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პანკისის ხეობაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. დღეს პანკისის ხეობაში მოსახლეობასთან შესახვედრად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ჩავიდნენ. მთავრობის წევრებმა, უხუცესთა და ქალთა საბჭოების წევრებს, ხეობის მკვიდრ ახალგაზრდებს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობის და წარმოების განვითარების მიმართულებით არსებულ სახელმწიფო პროგრამებზე, ენერგეტიკულ და ტურისტულ პოტენციალზე და გარემოს დაცვის საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი უწყებების კომპეტენტური დასკვნები. მნიშვნელოვანია აღნიშნულ დასკვნებზე მოსახლეობის წვდომისა და სწორი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იყოს, რათა კომუნიკაციის მიმართულებით ხარვეზმა ხეობის განვითარების პროცესი არ შეაფერხოს.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)