|
2019-04-17 22:57:29, 2022 ნახვა
კომენტარი
ნაცვლიშვილი: ჯანდიერს და მწარიშვილს უთხარით, რაც მურუსიძეს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უნდა დაეწერა, ის განაჩენი დაწერონ
"რისი უფლებამოსილება ჰქონდა მურუსიძეს და არ გააკეთა. ჯანდიერს და მაია მწარიაშვილს უთხარით, ხომ ამბობენ, რომ ყველაფერი უნდა დაეწერა? რაც მურუსიძეს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უნდა დაეწერა, ის განაჩენი დაწერონ“ - განაცხადა ტვ პირველის თოქშოუში „პოლიტმეტრი“ ქართული ოცნების საზოგადოებასტან ურთიერთობის სამსახურის მრჩეველმა ლაშა ნაცვლიშვილმა. "იმ ვითარებაში გახდენ ერთი წუთით მურუსიძენი, დასხდნენ და კალმით დაწერონ ის გადაწყვეტილება, რომელსაც სთხოვენ მურუსიძეს. როცა ისინი გადაწყვეტილებას დაწერენ ქაღალდზე და მოაწერენ ხელს, მოიშველიებენ კანონმდებლობას, საპროცესოს, მათ შორის , მერე ეს გადაწყვეტილება ავიღოთ, ავიღოთ მურუსიძის გადაწყვეტილებაც და მსოფლიოს სამ საუკეთესო იურიდიულ კომპანიას შევუკვეთოთ ექსპერტიზა, ესენი არიან მართლები, თუ ის იყო“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა. მისი თქმით, დემაგოგიაა, როცა არ ისმება კიტხვა, რომ მურუსიძე იყო ვალდებული გამოეტანა უკანონო განაჩენი. „ეს შედეგი დააყენა იმ ხელისუფლებამ, რომელმაც დაგეგმა, ჯერ მოკლა, მერე მართლმსაჯულება გაამრუდა, მერე თავზე დაახია სამართალი , მერე შეიწყალა და გამოუშვა მურუსიძე ამბობს არ ვიყავი მსხვერპლიო და ბიძინა ივანიშვილმა შეაფასა ის მსხვერპლად თუ სხვამ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მსხვერპლი იყო მთელი ქვეყანა, ერთი კაცის დიქტატის. ჩემთვის ასჯერ მძიმეა, უსამართლობას ვებრძოდი და ვაკრიტიკებდი , ახლაც მაწუხებს უსამართლობა, როდესაც რეჟიმის შემოქმედები, მკვლელები და მათი გამპრავებლები მას ეძახიან მკველს და ამაში ხელს უწყობ ადამიანი, რომელიც ჩვენს მხარეს იყო. ზალიან ხომ არ გავაყოყჩეთ ყველამ ადამიანები, რომლებიც სამართლიანობის აღდგენასთან ასოციერდებიან
(NS)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)