|
2019-04-17 14:57:49, 3088 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ რუსეთის მიერ დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლების თხოვნით საერთაშორისო ტრიბუნალს მიმართა
უკრაინამ, ქერჩის სრუტეში გასული წლის 25 ნოემბერს რუსეთის მიერ დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლების თხოვნით, საერთაშორისო ტრიბუნალს მიმართა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. პოროშენკოს თქმით, რამდენიმე კვირაში ტრიბუნალი რუსეთს დაავალდებულებს, რომ უკრაინელი სამხედროები გაათავისუფლოს და ოფიციალურ კიევს კუთვნილი გემები გადასცეს. მან აგრეთვე მოსკოვი ადამიანის უფლებების უპატივცემულობაში დაადანაშაულა. "რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ ჩვენი დაკავებული მეზღვაურები და კუთვნილი გემები გადმოგვცეს", - წერს პრეზიდენტი პოროშენკო. შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)