|
2019-04-16 13:57:30, 1901 ნახვა
კომენტარი
დავით მესხიშვილი: ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩვენი მხარდაჭერა ექნება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი და 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა წარადგინა. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავჯდომარე, დავით მესხიშვილი სამინისტროს ღონისძიებებს მნიშვნელოვან ცვლილებებად აფასებს და მზადყოფნას გამოთქვამს თანამშრომლობისა და ღონისძიებებში მონაწილეობისათვის. ,,რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების დროს ჩვენი მხარდაჭერა ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს. დღეს მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა - საგზაო მოძრაობის სფერო მუდმივად ვითარდება მსოფლიოში და აღარ არის ისე რომ საპატრულო პოლიცია არ უნდა დასდევდეს ყველა დამრღვევს ქუჩაში. ერთი მხრივ ჩვენ, მძღოლები უნდა ვახერხებდეთ წესების დაცვას და ამისთვის საჭიროა განათლება და სოციალური კამპანიები და მეორეს მხრივ თანამედროვე ტექნოლოგიები - ეს არი კამერები, სექციური რადარები და სხვა რასაც ვხედავთ, რომ აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. რაც შეეხება შემდგომ გამოწვევებს ჩვენ მზად თანამშრომლობისთვის რომ სწორად და ეფექტიანად დაიგეგმოს ყველა ის ღონისძიება რაც შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებს ჩვენ გზებზე“, - განაცხადა მესიხიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)