|
2019-04-16 11:48:01, 3161 ნახვა
მსოფლიო
Louis Vuitton-ის მფლობელი ნოტრ-დამის აღსადგენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს
კომპანიათა ჯგუფის Louis Vuitton Moet Hennessy-ის მფლობელი ბერნარ არნო და მისი ოჯახი ხანძრის შედეგად დაზიანებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ France Press იუწყება. „ეროვნულ ტრაგედიასთან სოლიდარობის ნიშნად არნოს ოჯახი და ჯგუფი Louis Vuitton Moet Hennessy ამ არაჩვეულებრივი ტაძრის, საფრანგეთის სიმბოლოს რეკონსტრუქციას უერთდება“, - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში. გარდა ამისა, 10 მილიონ ევროს ფრანგი პოლიტიკოსი ვალერი პეკრესი ჩარიცხავს. ცნობისთვის, ფრანგი მილიარდერი და კომპანია Kering-ის ხელმძღვანელი ფრანსუა-ანრი პინო ხანძრისგან დაზიანებული ნოტრ-დამის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გადარიცხავს. შეგახსენებთ, რომ ხანძარი ნოტრ-დამში 15 აპრილს გაჩნდა. მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას. ხანძრის შედეგად ტაძარი ნაწილობრივ განადგურდა და როგორც მოგვიანებით ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, მის აღდგეს წლები დასჭირდება.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)