|
2019-04-15 23:42:31, 3408 ნახვა
მსოფლიო
საჰაერო გზით ხანძრის ჩაქრობამ შესაძლოა ტაძრის ნგრევა გამოიწვიოს
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ჰაერიდან ვერტფრენის დახმარებით ჩაქრობა, მთლიანად ტაძრის ნგრევას გამოიწვევს - ამის შესახებ პარიზის სახანძრო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "ფრანცპრესი" აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, ტაძრის ნგრევის დიდი რისკის გამო, მეხანძრე-მაშველები, ალის ჩაქრობას, "ნოტერდამის" მოედნიდან და მიმდებარე ქუჩებიდან ეცდებიან. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, "ტვიტერზე" დაწერა, რომ საჭიროა დროული მოქმედება და ხანძრის საჰაერო გზით ჩაქრობა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავი და კედლის ნაწილი ჩამოინგრა. სახანძრო და სამაშველო სამსახურები მიმდებარე ტერიტორიებიდან ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. უკვე ადგილზე იმყოფება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. ხანძარი მსოფლიოში სახელგანთქმულ ტაძარში, თბილისის დროით 19:50 წუთზე გაჩნდა. პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)