|
2019-04-08 14:00:50, 2307 ნახვა
კომენტარი
ეკა ბესელია: რისთვის მივიღეთ ეს რეგლამენტი, თუ ყველა სხდომაზე უნდა დავარღვიოთ?!
„ყველას აწუხებს, როგორ გამოიყურება პარლამენტი, რომელიც ისე ნიშნავს რიგგარეშე სხდომას, რომ პროცედურას არ იცავს“, - ასე მიმართა დამოუკუდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის სხდომარე ყოფილ თანაგუნდელებს. როგორც ბესელიამ აღნიშნა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია მისთვის არავის მიუწოდებია. „არ არის სასიამოვნო ამაზე საუბარი, მაგრამ გაცილებით უფრო არასასიამოვნოა ახლა, როგორ გამოიყურება პარლამენტი და არ მგონია ეს რომელიმე ჩვენგანს არ აწუხებდეს. ვფიქრობ, რომ ყველას აწუხებს, როგორ გამოიყურება პარლამენტი, რომელიც ისე ნიშნავს რიგგარეშე სხდომას, რომ პროცედურას არ იცავს, ისე ნიშნავს ბიუროს სხდომას, რომ რომელ საათზეც არის სასურველი პარლამენტის თავმჯდომარე მაშინ იწვევს და არ აქვს მნიშვნელობა რეგლამენტში რა წერია. ისე არღვევს რეგლამენტს კენჭისყრის დროს, რომ არ აქვს ამას მნიშვნელობა. ინიციატივით მინდა მოგმართოთ - რეგლამენტში მოვხაზოთ ნორმები, რომლის დარღვევა შეიძლება და რომლის არ შეიძლება. მარტო გედი ფოფხაძის დროს გაგვახსენდა რეგლამენტის მუხლი და სხვა შემთხევაში რეგლამენტის დაცვა პარლამენტში არ მიგვაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი რამ?“, - აცხადებს ბესელია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)