|
2019-04-08 14:19:26, 2146 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე სოფელ წყაროთის მოსახლეობას შეხვდა
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან, მოადგილეებთან ომარ ტაკიძესთან და რუსუდან შავაძესთან ერთად სოფელ წყაროთის მოსახლეობას შეხვდა. საუბრის თემას მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების მიმოხილვა, სოფლად არსებული მდგომარეობა და მიმდინარე საკითხები წარმოადგენდა. შეხვედრაზე ფრიდონ ფუტკარაძემ სოფლის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა და ახლო მომავალში მათ მიერ დასახელებული პრობლემის მოგვარებაში, რომელიც სასმელი წყლის უზრუნველყოფის მიზნით წყალსადენის მშენებლობას შეეხებოდა დახმარება აღუთქვა. ხელმძღვანელი პირის განმარტებით, მომზადდება ტექნიკური დავალება პროექტის შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც, ითვალისწინებს სოფელ წყალსაყრიდან ,, გიდელას ღელიდან“ სოფელ ჭალა-წყაროთის მოსახლეობაზე სასმელი წყლის ახალი მაგისტრალის მოწყობას. პროექტის განხორციელების შედეგად, სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება და ისარგებლებს ორი სოფლის ჭალის და წყაროთის მოსახლეობა, სულ 175 ოჯახი, ჭალა- წყაროთის საჯარო სკოლები , ჭალა-წყაროთის ბაგა-ბაღი და სამედიცინო პუნქტები. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული წყლის პრობლემის გადაჭრის გზებზე, მათ შორის ბრილი - ზემოხევის, გომარდული - სხეფის და სხვა სოფლების მიმართულებით. ასევე მიმდინარეობს სოფლებში წყლის დებეტებზე დაკვირვება - შესწავლა რესურსის რაციონალური გადანაწილების მიზნით, რათა გრძელვადიანად მოგვარდეს სოფლების სასმელი წყლით უზრუნველყოფა.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)