17:46 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-06 17:18:53, 2070 ნახვა

რეგიონი
აჭარა ბელარუსი ვიზიტორების ყურადღების ცენტრშია

აჭარის ტურისტული პროდუქტები ბელარუსი ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „LEISURE 2018” დამოუკიდებელი სტენდით უწევს პოპულარიზაციას, სადაც საუკეთესო სტენდისა და გაფორმებისთვის აჭარის სტენდმა სპეციალური დიპლომები აიღო. 

გამოფენის ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ ტურისტული კომპანიებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან, რომლებთან თანამშრომლობითაც აჭარაში პრეს და ინფოტურების გამართვა იგეგმება. მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 20 ქვეყნის 100-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. 

ბელარუსი აჭარისთვის ერთ-ერთი სამიზნე ქვეყანაა, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ანხორციელებს. 35%-ითაა გაზრდილი ბელარუსიდან აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა.  მინსკის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 3 აპრილს გაიხსნა და  დღეს დასრულდება. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics