15:55 - 20 Aug, 2026
|
2019-04-06 14:44:24, 1878 ნახვა
კომენტარი
პრემიერი ზუგდიდის მოსახლეობას - აუცილებლად ავაშენებთ პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკას თქვენს ულამაზეს ქალაქში
პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ზუგდიდში საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკა აუცილებლად გაიხსნება. ამის შესახებ ბახტაძემ ამომრჩევლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „როგორც შარშან დაგპირდით, წელს ზუგდიდის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის გამოვყავით 50 მილიონი ლარი, ზუგდიდში შენდება ახალი, ოლიმპიური სტანდარტების აუზი და ეს იყო თქვენი სურვილი. ასევე აუცლებლად ავაშენებთ პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკას თქვენს ულამაზეს ქალაქში“, - განაცხადა ბახტაძემ. შეგახსენებთ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი (გეგა) შენგელია წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)