17:45 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 12:53:34, 1626 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა

დღეს შუახევის მერის მოადგილეებმა ომარ ტაკიძემ და რუსუდან შავაძემ ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედა გამართეს.

 ხელმძღვანელმა პირებმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები განიხილეს.

 აღინიშნა, რომ მაქსიმალური შედეგის მიღება შესაძლებელია ერთობლივი ძალისხმევით და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით.

დღეისათვის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მავნებლის მონიტორინგი და რაოდენობის იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს, მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება მავნებლის კონტროლის შეწამვლითი სამუშაოები. მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, ჩატარდება აქტიური საინფორმაციო კამპანია.

 დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე, პრობლემებზე, გადაჭრის გზებზე.

 ხელმძღვანელმა პირებმა რწმუნებულებს გააქტიურებისკენ , მეტი ჩართულობისკენ მოუწოდეს მიმდინარე პროცესებში, მათ შორის დაევალათ მერის თათბირის საოქმო დავალებების შესრულება, სოფლის მეურნეობის პროგრამების გაცნობა მოსახლეობაზე, საპროექტო სამუშაოებში აქტიური ჩართულობა, დასუფთვების აქციების მოწყობა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics