|
2019-04-04 18:19:25, 1754 ნახვა
კომენტარი
ვანო ზარდიაშვილი: ჩემ კოლეგებს საქართველოს მოსახლეობა შეცდომაში განზრახ შეჰყავს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტარები თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას უსმენენ, ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ,,დელტას" მიმართ გახმოვანებულ ბრალდებებს ეხმიანება. დეპუტატი კოლეგებს ურჩევს, კანონი წაიკითხონ, სადაც მკაფიოდ არის განმარტებული, რომ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების წარმოებასთან დაკავშირებული ყველა კომპონენტი და საკითხი საიდუმლოა. ,,ჩემ კოლეგებს საქართველოს მოსახლეობა განზრახ შეჰყავს შეცდომაში. მარტივი ლოგიკა თუ არ გააჩნიათ, კანონი მაინც წაიკითხონ, სადაც მკაფიოდ არის განმარტებული, რომ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების წარმოებასთან დაკავშირებული ყველა კომპონენტი და საკითხი საიდუმლოა. კითხვა მე აქ უფრო იმ მიმართულებით მიჩნდება- რატომ ხდება ჩვენი სამხედრო წარმოების საიდუმლო ინფორმაციის გახმოვანება? ასეთი არაპროფესიონალიზმი და საკითხში შეურაცხმყოფელია. წინა ხელისუფლების პირობებში „დელტა"-ს გაყიდვები ნულს უტოლდებოდა, დღეს კი „დელტას" პროდუქცია სხვადასხვა ქვეყნებში გადის. ამერიკაში გაიყიდა ჩვენი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა. არაა გასაკვირი, რომ ოპოზიციას ეს წარმატება ნეგატიური ტყუილებით უნდათ რომ გადაფაროს",- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა. დეპუტატის თქმით, „თბილავიამშენის" დირექტორი არის კორნელის უნივერსიტეტის წარჩინებული კურსდამთავრებული, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი და მისი გადმოყვანა თბილავიამშენში დიდი ძალისხმევის შედეგად მოხდა.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)