06:26 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-03 17:19:22, 1431 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი: რატომ აქვს უფასო რეკლამის ესოდენ დიდი დრო დათმობილი გრიგოლ ვაშაძეს, ეს კომენტარის გარეშეც ნათელია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი  გია ვოლსკი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება.

მისი თქმით, „რუსთავი 2“ პარტიული ტელევიზიაა და მთავარ შეკითხვაზე პასუხი, თუ რატომ დაეთმო უფასო რეკლამის დიდი დრო გრიგოლ ვაშაძეს და ფასიანი რეკლამის ლომის წილი რატომ განთავსდა „რუსთავი 2“-ზე, ეს კომენტარის გარეშეც ნათელია.

,,კვლევა საკმაოდ დამაფიქრებელია. სხვა ინფორმაციაა მიწოდებული შტაბებიდან და სხვა ინფორმაცია ააქვს გამოქვეყნებული რუსთავი 2-ს, თუ რამდენი დახარჯა დეპუტატმა თავისი ფასიანი რეკლამისათვის. აქ, საკმაოდ დიდია სხვაობები და  ალბათ  ამით უფრო დეტალურად დაინტერესებაა საჭირო.  მთავარი შეკითხვა რომელიც ისმის, თუ რატომ აქვს უფასო რეკლამის ესოდენ დიდი დრო დათმობილი გრიგოლ ვაშაძეს, ეს კომენტარის გარეშეც ნათელია. ეს არის პარტიული ტელევიზია და როგორც ყველაზე დიდი და გადაჭარბებით მიცემული დრო უფასო რეკლამისათვის, ასევე მთლიანად ფასიანი რეკლამის ლომის წილის რუსთავი 2-ზე განთავსება,  ჩვეულებრივი მოვლენაა, რასაც დღეს  თვალყურს ვადევნებთ.  ფაქტიურად,  გამოდის რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ერთი ჯიბიდან ამოიღო თანხა და მეორე ჯიბეში ჩაიდო. უსამართლობასთან ერთად, აქ გარკვეული პოლიტიკური დასკვნების გაკეთებაც შეიძლება, რაც ვფიქრობ საზოგადოებისთვის  და არა მარტო ქართული საზოგადოებისთვის საინტერესოა",- განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics