|
2019-04-02 12:55:47, 1455 ნახვა
კომენტარი
მენაბდე შრომის უსაფრთხოებაზე: სახელმწიფო სიკვდილის მანქანის თანამზრახველად იქცა
შრომითი უფლებების დასაცავად დაწყებული საპროტესტო გამოსვლები უახლოეს მომავალში ისევ გაგრძელდება, - ამის შესახებ იმ საინიციატივო ჯგუფმა განაცხადა, რომლის ორგანიზებითაც გუშინ თბილისში საპროტესტო აქცია მსვლელობა გაიმართა. კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, რომელიც აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო და რომელიც პოლიციასთან დაპირისპირების დროს დააკავეს, აცხადებს, რომ სახელმწიფო სიკვდილის მანქანის თანამზრახველად იქცა. „სახელმწიფო იქცა თანამზრახველად ამ სიკვდილის მანქანის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იწირავს, სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს. ადამიანები მიდიან სამსახურში და ვეღარ ბრუნდებიან. დღეს ყველაზე სახიფათო საქმიანობა არის შრომა. სახელმწიფოს სურს, დაანახოს საკუთარი ქმედითობა, რომ მას შეუძლია წესრიგის დაცვა, მაგრამ მას სინამდვილეში არაფერი არ შეუძლია. გარდა იმისა, რომ რამდენიმე საათით, რამდენიმე დღით დაგვაკავონ, დააკავონ ის ადამიანები, ვინც სიმართლეს იტყვის“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)