|
2019-03-28 15:14:55, 1523 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე წულუკიანზე: ჩემი მართვის სტილი არ არის ის, რომ ვინმემ ულტიმატუმი დააყენოს მინისტრთა კაბინეტში
"ჩემი მართვის სტილი არ არის ის, რომ ვინმემ ულტიმატუმი დააყენოს მინისტრთა კაბინეტში", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შესაძლო წასვლასთან და ულტიმატუმთან დაკავშირებით განაცხადა. პრემიერის მტკიცებით, მთავრობის სხდომებზე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა სისტემატიურად მიდის, რაც აზრთასხვადასხვაობას იწვევს, თუმცა ბახტაძე ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. „ჩვენ შევედით იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ძალიან კომპლექსურ რეფორმებს და ბუნებრივია, მსჯელობა ამ საკითხების შესახებ, მათ შორის მსჯელობა ინტენსიური, რომელიც გულისმხობს აზრთა სხვადასხვაობას, არის ყოველდღიური პროცესი. მე გავაკეთე განმარტება ამის შესახებ. თქვენ თუ გაქვთ ილუზია, რომ რომელიმე სამინისტრო რაღაც კანონპროექტს შეიმუშავებს და ის ავტომატურ რეჟიმში გამოდის მთავრობის სხდომაზე და განხილვები არ ხდება, ეს არის ილუზია. ჩვენ ყოველთვის გვაქვს ნებისმიერი საკითხის დეტალური განხილვა. არსებობს აზრთა სხვადასხვაობები და ჩემი, პრემიერ-მინისტრის მოვალეობაა, რომ მოხდეს საუკეთესო ვარიანტზე შეჯერება და მე ამას ყოველთვის უზრუნველვყოფ. კიდევ დამატებითი პოლიტიკური იმპულსის მიცემა ასეთ თემებზე, უბრალოდ არ შეესაბამება ჩვენი საქმიანობის შინაარსს. მომავალში კიდევ უფრო მეტი განხილვები მოგვიწევს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)