|
2019-03-27 13:16:19, 1573 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი: სახელმწიფო არის უძლური დაადგინოს ვინ დგას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის უკან
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ინტერნეტსივრცეში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას გამოეხმაურა. ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საგამოძიებო ორგანოებთან პასუხგაუცემელი შეკითხვები არსებობს, კერძოდ კი, თუ ვინ დგას კადრების გავრცელების უკან. ომბუდსმენის თქმით, როდესაც მთავარი პროკურორი საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით წარდგება, მას არსებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. „იმ დროს, როდესაც სახელმწიფო არის უძლური დაადგინოს, ვინ დგას ამ კადრების, შანტაჟის უკან, საზოგადოებამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელი არ შევუწყოთ იმ ადამიანებს, ჯგუფებს, ვინც კადრების გავრცელების უკან დგას, რომ კადრები გავრცელდეს და ადამიანები ყავდეთ ტერორში. პროკურატურასთან დღესაც გვაქვს კითხვები იმ საქმეებზე, რომელიც წლების წინ გავრცელებულ კადრებს ეხება. დღემდე დაუდგენელია, თუ ვინ იყო ამ კადრების გავრცელების ინიციატორი. მთავარ პროკურორს უნდა მოვთხოვოთ, რომ როცა პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგება, დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდოს რა ეტაპზეა საქმის გამოძიება და რა უშლის ხელს იმას, რომ დაადგინონ საიდან და ვისი ინიციატივით ხდება სოციალურ ქსელში ფარული ჩანაწერების ატვირთვა.“ - განაცხადა ლომჯარიამ. შეგახსნებთ, რომ დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტსივრცეში ისევ გავრცელდა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)