|
2019-03-25 13:45:07, 1511 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: პლენარულ სხდომათა დარბაზის აკუსტიკის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა დაწყებულია
პლენარულ სხდომათა დარბაზის აკუსტიკასთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა დაწყებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, როგორც ჩანს, ეს ფაქტორი არ იქნა გათვალისწინებული რამდენიმე წლის წინ, როდესაც შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიგეგმა. „ჩვენ ვმუშაობთ ახლა. არის კონკრეტული მექანიზმი იმისათვის, რომ აკუსტიკის პრობლემა მოგვარდეს და დარწმუნებული ვარ, რომ მალე ეს პრობლემა მოგვარდება",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ოპონენტების განცხადებასაც, რომ შენობის გასარემონტებლად მილიონობით ლარი დაიხარჯა. „ლაპარაკობს ის ოპოზიცია, რომელმაც ნახევარი მილიარდი დახარჯა ქუთაისის შენობაზე და მოგეხსენებათ, რამდენად რაციონალური იყო ეს ხარჯი. რაც შეეხება ამ შენობის რემონტს, რომელიც განხორციელდა 2013 წელს თუ არ ვცდები. თანხები დაიხარჯა მაქსიმალურად რაციონალურად და თქვენ ხედავთ, რომ დარბაზი არის შესანიშნავ მდგომარეობაში, თუმცა არის აკუსტიკის საკითხი, რაც მარტივად შეიძლება მოგვარდეს"- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)