|
2019-03-23 11:45:16, 3279 ნახვა
მსოფლიო
ყაზახეთის დედაქალაქს ოფიციალურად ნურსულთანი ეწოდა
ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, ქვეყნის დედაქალაქ ასტანას ნურსულთანი ეწოდება, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. „ყაზახეთის რესპუბლიკის დედაქალაქს ასტანას დაერქვას სახელი ნურ-სულთანი“, - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში. მედია საშუალების ინფორმაციით, განკარგულება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა. ცნობისთვის, ყაზახეთის ახალი პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი 20 მარტს ინიციატივით გამოვიდა, რომ ქვეყნის დედაქალაქ ასტანას ყოფილი პრეზიდენტის სახელი ნურსულთანი [ნაზარბაევი] დაერქვას. გარდა დედაქალაქის სახელწოდების შეცვლილი ახალ პრეზიდენტს კიდევ რამდენიმე ინიციატივა აქვს. კერძოდ, მას სურს - ნურსულთან ნაზარბაევს დედაქალაქში ძეგლი დაუდგას და ყველა ქალაქის ცენტრალურ ქუჩას მისი სახელი დაერქვას. ცნობისთვის, ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა 30-წლიანი მმართველობის შემდეგ გუშინ დატოვა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)