15:54 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 17:58:52, 1991 ნახვა

რეგიონი
კახეთის ბიოსფერული რეგიონის დაფუძნების ხელშეწყობის მიზნით, საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის ბიოსფერული რეგიონის (რეზერვატის) დაფუძნების ხელშეწყობის მიზნით, საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, ახმეტის, თელავისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში სათანადო ზონირებისა და კვლევების ჩატარების შემდეგ, ბიოსფერული რეგიონის სტატუსის მინიჭებისთვის საქართველო იუნესკოში წარსადგენ დოკუმენტაციას მოამზადებს. 

პროექტი შერჩეულ მუნიციპალიტეტებში ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ტყეების მდგრად მართვას, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და  ეკო ტურიზმის განვითარებას. 2015 წელს, სათანადო კვლევებზე დაყრდნობით, სწორედ კახეთის რეგიონი შეირჩა -  თუშეთისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები და მათი მიმდებარე დასახლებები. პროექტის წარმატებით განხორციელება მწვანე ეკონომიკის, განათლების, ბიოდინამიური სოფლის მეურნეობის, სამეცნიერო კვლევების და სათანადო ცოდნის გაუმჯობესებას და შესაბამისად დასაქმებასაც შეუწყობს ხელს.

საკოორდინაციო შეხვედრაზე სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების,  სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონის ბიოსფერული რეგიონის დაფუძნების საკითხებზე და ამ პროცესის წარმატებით განხორციელებაზე, ურთიერთთანამშრომლობასა და სამომავლო საქმიანობებზე იმსჯელეს.

პროექტი „აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის ბიოსფერული რეგიონის დაფუძნების ნომინაციის ხელშეწყობა“ გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით,  მიხეილ ზუკოვის ფონდისა (Succow) და მისი პარტნიორი ორგანიზაციის კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) მიერ ხორციელდება  და მას  კოორდინაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევს.

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics