|
2019-03-20 14:40:21, 1541 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი: კობახიძის ავტორობით მომზადებული პროექტი არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ მოსამართლეების შერჩევის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი სისტემაში არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს. სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტის სამართლებრივი შეფასებისათვის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციას მიმართავს. "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით ვერ პასუხობს დღეს სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს სრულფასოვნად. ძალიან ბევრ კვალიფიციურ, კეთილსინდისიერ ადამიანს ვინც აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობის კრტერიუმებს, ჰქონდა მოლოდინი, რომ მას არ დაეკისრებოდა ვალდებულება გამოცდების ჩაბარების, ამიტომ მიგვაჩნია, რომ დამატებითი ბარიერის დაწესება კონკურენტულ გარემოს შეზღუდავს. საბჭოს წევრები ქულებს ანიჭებენ კანდიდატებს, საბოლოო ჯამში კენჭისყრები არის ფარული, რაც აზრს უკარგავს ქულათა სისტემით კანდიდატების შეფასებას. ამიტომ მიგვაჩნია, რომ კენჭისყრის პროცესი უნდა გახდეს საჯარო და გამჭვირვალე. პარლამენტმა უნდა გაიზიაროს ის რეკომენდაციები, რაც წარმოდგენილია ამ საკითხებთან დაკავშირებით როგორც საერტაშორისო ასე ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ. წარმოდგენილი კანონპროექტით იქმნება სამუშაო ჯგუფი, თუმცა არ არის დაკონკრეტებული ვინ შევა ჯგუფში, რა ფუნქციები ექნება მას და ასე შემდეგ", - განაცხადა ომბუდსმენმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)