|
2019-03-18 17:27:18, 1854 ნახვა
რეგიონი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ეროვნული სანავიგაციო პროექტის საველე–აღწერითი სამუშაოები დასრულებულია
ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საველე ოპერატორებმა აღწერითი სამუშაოები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში დაასრულეს. სულ, 45 სოფელში აღწერილია 17137 მიწის ნაკვეთი, 31762 შენობა-ნაგებობა, 17137 სამისამართო ერთეული, 1054 ინტერესის ობიექტი და 824 საგზაო ნიშანი. ამჟამად საველე სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარეობს. სოფლის ტიპის დასახლებული პუნქტების საველე აღწერა ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის მეორე ეტაპია. პროექტის პირველ ეტაპზე, ქალაქისა და დაბის ტიპის ყველა დასახლებული პუნქტი აღიწერა. საჯარო რეესტრის საველე ოპერატორები სოფლებში პლანშეტური კომპიუტერებით გამოყენებით მუშაობენ და როგორც სანავიგაციო, ისე სამისამართო მონაცემებს ერთიანად, ციფრულ ფორმატში აღწერენ. ეროვნული სანავიგაციო სისტემა მომხმარებელს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას გაუადვილებს. სანავიგაციო სისტემებსა და ციფრულ რუკებზე გამოსახული ინტერესის ობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახდება, რაც ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციას და ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს. რაც შეეხება მოწესრიგებულ სამიმართო სისტემას, მოსახლეობითვის ისეთი სერვისების მიწოდება გაუმჯობესდება, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, ფოსტა, სახანძრო, სამართალდაცვითი ღონისძიებები, სასწრაფო დახმარება და სხვა.
(NS)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)