09:27 - 19 Aug, 2026
|
2019-03-16 13:40:57, 3321 ნახვა
მსოფლიო
ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე ტერაქტი ულტრანაციონალისტმა განახორციელა - ექსპრესვიდეო
ახალ ზელანდიაში ტერაქტის მომწყობი 28 წლის ბრენტონ ტარანტი, ულტრანაციონალისტია და თეთრი რასის უპირატესობას ქადაგებდა. დღეს ტერირიზმში ეჭვმიტანილი ულტრანაციონალისტი სასამართლოს წინაშე წარსდგა. პროცესი მედიისთვის და საზოგადოებისთვის დახურული იყო. ცნობილი გახდა, რომ ტარანტი რომელიც ავსტრალიის მოქალაქეა, ე.წ "დიდი ცვლილებების" მომხრე იყო და მიგრანტებს დამპყრობლებს ადარებდა. თავდამსხმელის იარაღის ერთ-ერთ მჭიდზე დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელები წერია. ქართული წარწერების გარდა, წარწერები სხვადასხვა ენაზე კიდევ რამდენიმე იარაღზეა განთავსებული. ცნობისთვის, კრაისტეჩერში ორ მეჩეთზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რასაც ბოლო მონაცემებით 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე დაჭრილია ათობით ადამიანი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)