|
2019-03-13 20:55:12, 1592 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზური „დედა ენის“ პრეზენტაციას დაესწრო
ბათუმის მწერალთა სახლში წიგნის - აფხაზური ,,დედა ენა" პრეზენტაცია გაიმართა. აჭარისა მთავრობის თავმჯდომარე პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა ქართულ - აფხაზური ურთიერთობების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აჭარაში მცხოვრები აფხაზების მხარდაჭერის მიზნით არაერთი პროგრამა ხორციელდება. ,,აფხაზური ენის განმტკიცება და გადარჩენა არის აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობების აღდგენისა და გამყარების წინაპირობა. აფხაზებს და ქართველებს მხოლოდ ერთი შემაფერხებელი ფაქტორი უშლის ხელს და ეს არის რუსული ოკუპაცია. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ გაერთიანებულ ქვეყანაში ცხოვრებას",- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. პროექტი ,,აფხაზური ენა დამწყებთათვის" აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, აჭარაში მცხოვრებ აფხაზებს წიგნები გადაეცათ. წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს აფხაზური ენის შესწავლის მსურველთათვის. მასში მოცემული გაკვეთილებისა და თემების განხილვა დაეხმარება მკითხველს შეისწავლოს წერა-კითხვა აფხაზურ ენაზე, გაეცნოს ხშირად გამოყენებად სიტყვებსა და ფრაზებს, შეიძინოს დიალოგის წარმართვისთვის აუცილებელი ლექსიკური მარაგი. საღამოზე აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მნიშვნელობაზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და სპეციალურ პროგრამებზე ისაუბრა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ. ღონისძიებას აჭარისა და აფხაზეთის მთავრობების წევრები, აჭარაში მცხოვრები აფხაზები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)