|
2019-03-13 17:04:18, 4938 ნახვა
სამხედრო
არამართლმადიდებელ სასულიერო პირებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა მოუწევთ - სესიაშვილის ინიციატივა
პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ინიციატივით გამოდის, გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ. თუმცა, ამ შემთხვევაში, მართლმადიდებელ ეკლესიას საუბარი არ ეხება. დეპუტატის განმარტებით, ზოგიერთი ორგანიზაციის მიერ აღნიშნული ნორმის არასამართლიანად გამოყენების გამო, სავალდებულო სამსახურში გაწვევის სისტემას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა. „სერიოზული პრობლემების წინაშე დავდგებით, რის გამოც პარლამენტს ვთავაზობ, რომ ეს ნორმა გავაუქმოთ. ყველა პირს, რომელიც უარს იტყვის სამხედრო სავალდებულო სამსახურზე რწმენის, აღმსარებლობის, სინდისის საფუძველზე, აქვს კანონიერი უფლება, გაიაროს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომელიც კანონით არის განმტკიცებული. რაც შეეხება მართლმადიდებლურ ეკლესიას, ამ შემთხვევაში, მოქმედებს საკონსტიტუციო ნორმა, შეთანხმება, რომლის ფარგლებში მართლმადიდებელი მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავისუფლდებიან, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაუქმდეს“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა. რაც შეეხება სხვა რელიგიურ კონფესიებს, სესიაშვილის თქმით, ისინი „არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის კანონით“ სარგებლობდნენ. „მაგალითად, იეჰოვას მოწმე, რომელიც რელიგიური მოტივით სამხედრო სამსახურზე უარს აცხადებდა, ალტერნატიულ შრომით სამსახურს მიმართავდა. ჩემს მიერ მომზადებული ნორმა იქნება ყველასთვის. რაც შეეხება მართლმადიდებლურ ეკლესიას, ჩემი ინიციატივა საკონსტიტუციო ნორმას ვერ შეეხება, სხვა კონფესიებს კი. ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელი, რომელიც რელიგიური, აღმსარებლობის ან სინდისის მოტივით უარს იტყვის სამხედრო სავალდებულო სამსახურზე, ვალდებული იქნება, გაწვეული იყოს არასამხედრო შრომით სამსახურში“, – განაცხადა დეპუტატმა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)