|
2019-03-12 14:52:33, 1503 ნახვა
კომენტარი
ბოკერია კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებაზე - ეს არის სამარცხვინო, დამცირებული სასამართლო ხელისუფლება
„ეს არის სამარცხვინო, დამცირებული სასამართლო ხელისუფლება და მთლიანად სისტემა“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას. როგორც მან აღნიშნა, მოსამართლეს შესაძლოა, კირკიტაძის გათავისუფლება სურდა, თუმცა ხელისუფლების ზეწოლის გამო, ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. „მოსამართლემ ბრძანა, რომ თავდებში მყოფი პირების ნახვა სურდა დარბაზში, ეს შეიძლება ლოგიკური ყოფილიყო , რომ სურდა გასაუბრება ჩვენთან, რატომ ვდგავართ თავდებში, რატომ ვართ დარწმუნებული, რომ მიმალვის რისკი არ არსეობს, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. დავით კირკიტაძის მიმართ როდესაც საქმე აღიძრა, ის იმყოფებოდა უცხოეთში. ის დაბრუნდა იმისთვის რომ პოლიტიკური კარიერა ქონოდა და წამდგარიყო კანონის წინაშე. აქ ნათელი სიტუაციაა ბატონ კირკიტაძეს აქვს ამოცანა რომ იყოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ის ერთერთი საკვანძო ფიგურაა პოლიტიკური გუნდის „ნაციონალური მოძრაობის“’. ცინიზმია როდესაც ჯერ დაგვიბარეს, შემდეგ იქნა სიგნალი მიღებული ხელისუფლებიდან, პერსონალურად ვისგან არ ვიცი, რომ პატიმრობაში დაეტოვებინათ. მოსამართლის დღევანდელი საქციელი არის შეშინებული, საკუთარი თავის რწმენის არ მქონე, თვითონაც რომ ესმის რა სამარცხვინოა. ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის და ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)