|
2019-03-11 18:16:30, 1846 ნახვა
კომენტარი
მეზურნიშვილი: სახეზე გვაქვს უცხოელი ინვესტორების მხრიდან საქართველოსთვის უპრეცედენტო ნდობის გამოცხადება
კასპის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, დღეს სახეზე გვაქვს უცხოელი ინვესტორების მხრიდან საქართველოსთვის უპრეცედენტო ნდობის გამოცხადება. მეზურნიშვილი მიიჩნევს, რომ ეს რეინვესტირების 45.3 პროცენტიანი მაჩვენებლით დასტურდება და მსოფლიოში გამორჩეულ შედეგად შეიძლება შეფასდეს. "უცხოელი ინვესტორების მიერ საქართველოში 500 მილიონ დოლარზე მეტის რეინვესტირება ნიშნავს იმას, რომ ინვესტორები საქართველოში თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობენ და მზად არიან ქვეყანასთან გრძელვადიანად ითანამშრომლონ. 2018 წელს საქართველოს მიერ ჯამურად მოზიდული 1 მილიარდ 232 მილიონი აშშ დოლარი სოლიდური შენატანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ამასთან ერთად ფიტჩის რეიტინგის 2019 წლის დასაწყისში გაუმჯობესება, რაც 2011 წლის დეკემბრის შემდგომ არ მომხდარა დარწმუნებული ვარ უზრუნველყოფს საქართველოში ახალი მასშტაბური ინვესტიციების მოზიდვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. საქართველოს მთავრობის მიერ წამოწყებული რეფორმები კი ამ პროცესს უფრო გამჭვირვალეს, მოქნილს და ეფექტიანს გახდის", - განაცხადა მეზურნიშვილმა.
(NS)
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)