|
2019-03-11 15:11:20, 1707 ნახვა
კომენტარი
მიხეილ ბატიაშვილი - მზად ვართ, საარჩევნო პერიოდში სკოლებში ინსპექტირება არ ჩატარდეს
განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, რადგან სკოლებში ინსპექტირებასთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება, სახელმწიფო მზადაა საარჩევნო პერიოდში ამ პროცედურაზე უარი თქვას. ბატიაშვილის განმარტებით, ასეთი გადაწყვეტილება პარლამენტის მხარდაჭერას საჭიროებს. „ინსპექტირება მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ, რადგან ასეთი პოლიტიკური ეჭვი ვრცელდება ხოლმე, მე თვითონ პარლამენტში ვიზიტის დროს დავაყენე საკანონმდებლო ინიციატივა, დეპუტატებმა იმსჯელონ, რომ საარჩევნო პერიოდში ასეთი ინსპექტირება არ განხორციელდეს, თუმცა ამას არ მივესალმები. ნებისმიერი განცხადების თაობაზე უნდა მოვახდინოთ რეაგირება. უფლება არ გვაქვს, შევხედოთ უამინდობას ან პოლიტიკურ ამინდს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, გავაკეთოთ შესაბამისი რეაგირება. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, რომ საარჩევნო პერიოდში მოხსნილი იყოს ეს ინსპექტირება", - განაცხადა ბატიაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის ინფორმაციით, საჯარო სკოლებში ინსპექტირების მექანიზმს, სავარაუდოდ, საარჩევნო გარემოზე ზემოქმედებისთვის იყენებდნენ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)