|
2019-03-05 11:06:05, 1510 ნახვა
კომენტარი
„გამოვრიცხავ, რომ ეს გაეკეთებინა“ - სერგეენკოს არ სჯერა, რომ გიორგი გახარია ხაზარაძეს ემუქრებოდა
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მუქარის წერილთან დაკავშირებით „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება და შინგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას საქმეში ჩართულობას გამორიცხავს. როგორც მინისტრმა აღიშნა, ის ხაზარაძისგან მტკიცებულებებს ითხოვს. „ეს საკითხი თავისი მასშტაბით, სპეციფიკით და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად მოითხოვს გამჭვირვალე და შედარებით მოკლე ვადებში განხილვას, რათა არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. ის, რაც გუშინ გაჟღერდა, არის ძალიან სერიოზული ბრალდება, რომელსაც აუცილებლად სჭირდება დამტკიცება, ისე რაიმე დასკვნების წინასწარ გენერირება სწორი არ მგონია. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მე მას წლებია ვიცნობ სამსახურებრივადაც, მეგობრულადაც და გამოვრიცხავ, რომ მას ეს გაეკეთებინა. მე ასეთი შეხედულება მაქვს, რომ მარტო პროკურატურის ან პროკურორის ნებაზე არ არის დამოკიდებული ასეთი მასშტაბის და პრაქტიკულად ნებისმიერი საქმის გამოძიება. კომპლექსური პროცესია, მასში სხვადასხვა უწყება მონაწილეობს და მე ნამდვილად მჯერა, რომ გამოძიება იქნება ობიექტური და გამჭვირვალე“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. ცნობისთვის, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მუქარის შემცველი წერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მიიღო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)