|
2019-03-04 17:44:49, 1518 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე: თუ ხელისუფლებას სურს „თიბისის“ თემის ჩამორეცხვა, საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელი არ შეუშალოს
„თიბისის“ საქმეზე პასუხის გამცემი ბუნებრივია, პროკურატურა ვერ იქნება, რადგანაც თვითონაც ჩართულია ამ პროცესში და გააჩნია ნულოვანი საზოგადოებრივი ნდობა, ამიტომ ერთადერთი გზა საპარლამენტო კომისიის შექმნაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, „თიბისის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის დღევანდელი განცხადების შემდეგ, პირველ რიგში, აუცილებელია შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში გამოცხადდეს. „დღეს საჯაროდ მოვისმინეთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც იკვეთება ქვეყანაში ძალიან მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა, უკანონობა და სისხლის სამართლებრივი ქმედებები. ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ასე ვერ დარჩება, ამიტომაც პირველი და სასწრაფო, რასაც მოითხოვს „ევროპული საქართველო“ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსვლა და მისგან პასუხის გაცემა იმ უმძიმეს ბრალდებებზე, რაც მოვისმინეთ ბატონი გახარიას მისამართით. ასევე უნდა მოხდეს შესწავლა მთელი საქმე, მათ შორის, ეროვნული ბანკისა და მისი მოადგილის, მარეგულირებლის, ფინანსური მონიტორინგის როლზე იმ უკანონო ქმედებების ორკესტრირებულ ჯაჭვში, რომელსაც ადგილი ჰქონდა „თიბისი ბანკისა“ და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ და ამ მიზნით „ევროპული საქართველო“ პარლამენტში აყენებს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, ეს არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემა. ეს არის თემა, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობასა და მისი ეკონომიკის მომავალს, ამიტომ ყველა ამ კითხვას აუცილებელია გაეცეს პასუხი, პასუხის გამცემი და მომკითხავი ბუნებრივია ვერ იქნება პროკურატურა, რადგანაც თვითონაც ჩართულია ამ პროცესში და გააჩნია ნულოვანი საზოგადოებრივი ნდობა, ამიტომ ერთადერთი გზა, თუ ხელისუფლება არის ოდნავ მაინც მართალი ამ პროცესში და მათ სურთ ამ თემის ჩამორეცხვა, ერთადერთი გზა რჩება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, ჩვენ მოვითხოვთ კომისიას, ჩვენ მოვითხოვთ პასუხებს“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)