21:30 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-04 14:49:39, 1657 ნახვა

კომენტარი
ხაზარაძე მდინარაძეს - სერიოზული პასუხისმგებლობის ადამიანი ვარ და რადგან ვთქვი, გარწმუნებთ, გახარიას წერილს გავასაჯაროვებ

„რადგან ვთქვი, მაღალი ტრიბუნიდან, მე სერიოზული პასუხისმგებლობის ადამიანი ვარ და გარწმუნებთ, რომ ამას გავასაჯაროვებ“, - ასე უპაუსხა „თიბისის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს.

დეპუტატის კითხვა იმ წერილის დეტალებს ეხებოდა, რომელიც ხაზარაძის თქმით, მას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაუგზავნა.

ხაზარაძემ აღნიშნა, რომ წერილს მაშინ წარმოდგენს, როდესაც საკითხის შესასწავლად სპეციალური საგამოძიებო ორგანო ჩამოყალიბდება.

„მე ძალიან ცოტა იმედი გვაქვს, რომ რაღაცები გაირკვევა ამ ქვეყანაში, ამიტომ გპირდებით, ამას გავასაჯაროვებ, მაგრამ მაშინ, როცა იქნება საგამოძიებო ორგანო შექმნილი, რომელსაც ექნება რეაგირების და გამოძიების საშუალება. მე რადგან ვთქვი, მაღალი ტრიბუნიდან, მე სერიოზული პასუხისმგებლობის ადამიანი ვარ და გარწმუნებთ, რომ ამას გავასაჯაროვებ, მაგრამ არა ამ ფორმით, არა ჟურნალისტებს, იმიტომ რომ მერე რაღაც ორთქლი გამოვიდეს და ეს თემა დამთავრდეს“, - მიმართა ხაზარაძემ მამუკა მდინარაძეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics