|
2019-02-26 12:57:05, 1389 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე გედევან ფოფხაძეზე - როდესაც გააგდებენ, მაშინ ხდება ყველა „ობიექტური“
„6 წლის განმავლობაში თუ ემორჩილებოდა, ეხლა გახდა მიუღებელი ეს მმართველობა? როდესაც გააგდებენ, მაშინ ხდება ყველა „ობიექტური“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ, მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებზე და რამდენიმე დეპუტატის მიერ, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებაზე საუბრისას განაცხადა. გოცირიძეს ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ მმართველი გუნდი გადაწყვეტილებებს საერთო ჩატში, ბიძინა ივანიშვილის მესიჯების მიხედვით იღებდა. „ჩატი და მესენჯერები არის 21-ე საუკუნის მიღწევა. ჩვენც გვაქვს ჩატები, მაგრამ იქ რომ ჩაიხედოთ, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ორ საათიანი კამათი მიდის, გააჩნია ჩატს ებრძვი თუ იმას, რაც ჩატში ხდება. გედევან ფოფხაძემ ეხლა გაიგო 6 წლის განმავლობაში რომ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ღებულობდა ბიძინა ივანიშილი და 6 წლის განმავლობაში თუ ემორჩილებოდა, ეხლა გახდა მიუღებელი ეს მმართველობა? როდესაც გააგდებენ, მაშინ ყველა ხდება „ობიექტური“. მან თავად თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა იგი გააგდო. როცა ჩატებით მართავდნენ მაშინ კარგი იყო და როცა ამ ჩატიდანაც გააგდეს ეხლა ცუდია ხო ?“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)