|
2019-02-22 18:19:56, 1605 ნახვა
კომენტარი
სოფიო ქაცარავა - ლუგარის ცენტრი რუსეთის მხრიდან მორიგი მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე გახდა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ვიზიტით მყოფმა საგარეო ურთიეთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ გენადი ონიშნეკოს განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ რიჩარდ ლუგარის ცენტრი გახდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან მორიგი, მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე, რომელმაც დაუსაბუთებლად დაადანაშაულა ცენტრი, თითქოსდა აშშ-ის ხელშეწყობით ატარებს საშიშ ექსპერიმენტებს და ამზადებს ბიოლოგიურ იარაღს. სოფიო ქაცარავას განცხადებით, რეალურად ლუგარის ცენტრი არის უნიკალური ლაბორატორია, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხეების შემცირებას და ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების ზრდას. „ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ საზოგადოებასთან და ჩვენი ვალდებულებაა, რომ ლუგარის ცენტრის შესახებ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. საქართველოს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ გასული წლის14-15 ნოემბერს ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრი „ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ" კონვენციასთან შესაბამისობის საკითხებზე საერთაშორისო ექსპერტთა წარმომადგენლობით დელეგაციას მასპინძლობდა, რომელში მონაწილეობაზეც რუსულმა მხარემ უარი განაცხადა.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)