|
2019-02-22 15:22:02, 1610 ნახვა
კომენტარი
კახიძე ბესელიაზე - თუ პოლიტიკოსი ხმას აიმაღლებს, სიმამაცეც უნდა ეყოს და აღიაროს, რომ ივანიშვილი დგას ყველაფრის უკან
თუ პოლიტიკოსი ხმას აიმაღლებს, სიმამაცეც უნდა ეყოს და აღიაროს, რომ ივანიშვილი დგას ყველაფრის უკან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრამ ოთარ კახიძემ, დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ „ქართული ოცნების“ დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა. "მე მგონი საზოგადოება დაიღალა დღეს, ხვალ და შემდეგ ორშაბათს რაღაცეების დაანონსებით და ეს რაღაცნაირად უნდა დასრულდეს. თუ რეალურად პრობლემის დასახელება უნდა, კობახიძეზე და ოხანაშვილზე კი არ უნდა გაიშვიროს ხელი და მათ კი არ უნდა დააბრალოს ის პრობლემები რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დგას ამ ყველაფრის უკან. თუ პოლიტიკოსი ხმას აიმაღლებ იმის სიმამაცეც უნდა გეყოს, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა“, - აღნიშნა კახიძემ. რაც შეეხება კითხვას, ითანამშრომლებს თუ არა „ევროპული საქართველო“ ეკა ბესელიასთან, კახიძემ ასე უპასუხა: „ჩვენ გამოვრიცხავთ თანამშრომლობას მასთან ვინც რაღაც დანაშაულებრივ რეჟიმად მიგვიჩნევს“. შეგახსენებთ, იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პარტია "ქართული ოცნება" და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)