|
2019-02-22 13:31:30, 1147 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი - ის, რომ ენმ-ის დროს სისტემური დანაშაულები ხდებოდა ფაქტია, მაგრამ მათი ალაგმვა სწორი არ მგონია
„ის რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სისტემური დანაშაულები ხდებოდა მასიურად ეს დადგენილი ფაქტია, თუმცა არ მგონია სწორი მთავარი ოპოზიციური პარტიების ალაგმვა ქვეყანაში“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ჩუგოშვილმა განმარტა, თუ რატომ არ დაუჭირა „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივას მხარი, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა „სააკაშვილი-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად“ უნდა გამოცხადებულიყო. „პარლამენტის წევრების უფლება არის დააყენონ კენჭისყრაზე და დღის წესრიგში, საკითხი, რასაც საჭიროდ ჩათვლიან. ძალიან ბევრი ისეთი საკითხი დგება, რასაც შეიძლება დავეთანხმო ან არ დავეთანხმო, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, თვითონ გადაწყვეტენ. ჩათვალა „პატრიოტთა ალიანსმა“ რომ ასეთი ინიციატივა უნდა გამოეტანა. ის რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სისტემური დანაშაულები ხდებოდა მასიურად ეს დადგენილი ფაქტია, ამაზე რა თქმა უნდა, არანაირი დავა და კამათი არ შეიძლება. მაგრამ მე თავი შევიკავე რეზოლუციის მხარდაჭერისგან, იქიდან გამომდინარე, რომ არ მგონია სწორი მთავარი ოპოზიციური პარტიების ალაგმვა ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, მე ისინი მომწონს თუ არა, მე ისინი არ მომწონს და მიუღებელი იყო, რასაც ისინი აკეთებდნენ თავიანი მმართველობის პირობებში, მაგრამ ისინი არიან ოპოზიცია, პოლიტიკური ძალა, ჩვენი კონკურენტები და შესაბამისად, მათი ალაგმვა არ არის სწორი რამ" , - აღნიშნა ჩუგოშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)