|
2019-02-22 13:06:18, 1256 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი: სამწუხაროა ბესელიას გასვლა, თუმცა საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვას არ გამოვეტირები
სამწუხაროა ბესელიას გასვლა, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვას არ გამოვეტირები“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დეპუტატ ეკა ბესელიას საპარლემენტი უმრავლესობის დატოვების ფაქტს. მისი თქმით, მისასალმებელია თუ ბესელია პოლიტიკურ პარტიას შექმნის, რადგან პოლიტიკურ პროცესებში მისი როლი მნიშვნელოვანია. „პირველ რიგში, ძალიან სამწუხარო ფაქტია ქალბატონი ეკას გასვლა. საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვაში არ არის ტრაგედია, პირიქით მე მგონია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის სრულიად ზედმეტია. ამას ნამდვილად არ გამოვეტირები მე პირადად, სულ არ მგონია სწორი და კარგი ეს. რაც შეეხება იმ თემას, იმ დაძაბულობას, რომელიც ბოლო პერიოდში განვითარდა, დეკემბრის ბოლოდან მოყოლებული, რომლის კულმინაციაც ალბათ გუშინ იყო პლენარულ სხდომაზე განხილვის დროს, ნამდვილად ვისურვებდი, რომ მოხერხებულიყო პროცესების ისე წარმართვა, რომ ნაკლები დაძაბულობის ფონზე მიგვეღწია შედეგისთვის. თუმცა ამისთვის ალბათ ორივე მხარის მონდომება არის საჭირო. არჩევნებში მონაწილეობა ძალიან კარგია, მე ვფიქრობ, რომ ძლიერი ოპოზიცია და პოლიტიკური ძალები ჩვენს ქვეყანას აკლია. ასე რომ მხოლოდ კარგი იქნება თუ პარტიას ჩამოაყალიბებს ეკა, ის მხოლოდ პოლიტიკურ პროცესში ძალიან ძლიერი და გამოცდილია. შესაბამისად, თავის წვლილს ამ პროცესში ყოველთვის შეიტანს. არ მგონია, რომ რეალურად გუნდსა და ბესელიას შორის წყალგამყოფი იმ კანონზე გადიოდა. ნუ ვინაიდან გახდა ეს მოცემულობა არის უკვე და ამას ვერ გავექცევით“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)