|
2019-02-21 20:40:23, 1295 ნახვა
კომენტარი
ბესელია - კობახიძეს კონსტიტუციის ღირებულებები ახსოვდა დამფრთხალი თვალებით რომ მელაპარაკებოდა დეკემბრის ბოლოს?!
„ირაკლი კობახიძეს კონსტიტუციის ღირებულებების დაცვა ახსოვდა მაშინ დამფრთხალი თვალებით რომ მელაპარაკებოდა დეკემბრის ბოლო კვირას „ქალბატონო ეკა დანიშნეთ რა კომიტეტის სხდომა პარასკევსო?“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებულ საკითხზე კობახიძემ წინააღმდეგობის გაწევა შეძლო. „რას კადრულობს ეხლა ირაკლი კობახიძე. კონსტიტუციის ღირებულებებზე რომ მელაპარაკებოდა აქ, კონსტიტუციის ღირებულებების დაცვა ახსოვდა მაშინ დამფრთხალი თვალებით რომ მელაპარაკებოდა დეკემბრის ბოლო კვირას, „ქალბატონო ეკა დანიშნეთ რა კომიტეტის სხდომა პარასკევს“, სად იყო მაშინ კონსტიტუციის ღირებულებების დაცვა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ გაბედა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია იმ ბიჭებს. თავი დაანებეთ მიზეზების ძებნას და ხელების გაშვერას. ამ ადამიანებთან გინდათ პარალელების გავლება? „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, ამათ, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს არ შევწყვეტ მათთან ბრძოლას, ლევან გოგიჩაიშვილი ციხეში ჩააგდეს, ჩვენი თანამებრძოლები აწამებს, ჩემი სკოლის მოსწავლე შვილი დაიჭირეს რა ბრალდებით იცით? პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის. ჩემი ძმა მძევლად ჰყავდათ ერთი წელი. ამათ არასდროს ვაპატიებ იმ ადამიანების წამებას, რასაც ჩადიოდნენ და არც მიპატიებია. სხვებისგან განსხვავებით, არ ვკურკურებ და კულისებში არ ვეთამაშები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)