|
2019-02-21 14:08:59, 1309 ნახვა
კომენტარი
პაპუაშვილი ბესელიას: არ ვიცი რა ტერმინია „კონსტიტუციური ტესტი“ და მინდა ამიხსნათ, რომ რამე შეცდომა არ მომივიდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების დროებით შეჩერებას ითვალისწინებს, მხარს დაუჭერს. ამის შესახებ პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ამასთან, დეპუტატმა ბესელიას სთხოვა განემარტა, რას ნიშნავს ტერმინი „კონსტიტუციური ტესტი“. „მე ამ კანონპროექტს ხმას ვაძლევ, ისევე როგორც ვფიქრობ ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაინტერესებულია ამ საკითხით. ხშირად ისმის ტელევიზიიდან კოლეგების მხრიდან ტერმინი „კონსტიტუციური ტესტი“. არ ვიცი მე ეს რა ტერმინია და მინდა ამიხსნათ, განმიმარტონ, რომ ამ „კონსტიტუციურ ტესტში“ რამე შეცდომა არ მომივიდეს, მითხარით რა არის ეს. ბოლოს და ბოლოს, სულ ორი სიტყვით მითხარით, რა არის ამ კანონში ისეთი, რაც შეაფერხებს, დაანგრევს რაღაც პროცედურას, შეაფერხებს სასამართლოს მუშაობას და რაღაც წარღვნას მოუმზადებს მთელ ამ სისტემას. თუ ასეთ რაღაცას ამზადებთ, მე არ მოგცემთ ხმას, თუ არ ამზადებთ - მოგცემთ “, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)