|
2019-02-16 12:20:30, 3954 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი: ევროკავშირი თურქეთს გაწევრიანებაზე უარს იმიტომ ეუბნება, რომ მუსლიმური ქვეყანა ვართ
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიფ ერდოღანს მიაჩნია, რომ ევროკავშირი თურქეთს გაწევრიანებაზე უარს მუსლიმანობის გამო ეუბნება, - ამის შესახებ ერდოღანმა ტელეკომპანია A Haber-თან ინტერვიუში განაცხადა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს რდოღანი პერიოდულად აკრიტიკებდა ევროკავშირს და აცხადებდა, რომ თურქეთის ევრო გაერთიანებაში გაწევრიანება გამიზნულად ჭიანურდება. ამასთან, ის ამბობდა, რომ ოფიციალურმა ბრიუსელმა საბოლოო პოზიცია უნდა დააფიქსიროს და თურქეთთან მიმართებაში გადაწყვეტილება მიიღოს. „ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ევროკავშირში არ გვიღებენ ის არის, რომ მუსლიმური ქვეყანა ვართ. მაშინ ამის შესახებ ღიად თქვან“, - განაცხადა რეჯეპ ტაიფ ერდორანმა. ცნობისთვის, თურქეთსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება 1963 წელს დაიდო. 1987 წელს ქვეყანამ წევრობაზე გააკეთა განაცხადი, თუმცა, შესაბამისი მოლაპარაკებები მხოლოდ 2005 წლიდან დაიწყო. 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში მასობრივი დაკავებები დაიწყო, რის გამოც ოფიციალური ანკარა ევროკავშირმა გააკრიტიკა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)