|
2019-02-15 11:51:02, 3476 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ბიუჯეტს ხელს მოაწერს, თუმცა მექსიკის საზღვართან საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბიუჯეტს ხელს მოაწერს და აშშ-მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, - ამის შესახებ BBC თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება. როგორც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა სარა სანდერმა განმარტა, პრეზიდენტის აღნიშნული გადაწყვეტილებით, საზღვარზე ეროვნული უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კრიზისი შეწყდება. „პრეზიდენტი კვლავ ასრულებს თავის დაპირებას კედლის აშენებასთან, საზღვრის დაცვასთან და ჩვენი დიდებული ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სანდერსმა. მედია საშუალების ინფორმაციით, საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, ტრამპი შეძლებს კედლის მშენებლობაზე დაფინანსება კონგრესის გვერდის ავლით მიიღოს. აღსანიშნავია, რომ აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების დაპირება, ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს. თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილება დემოკრატმა კონგრესმენებმა გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ ტრამპი ძალაუდლებას უკანონო ქმედებების განსახორციელებლად იყენებს. პრეზიდენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ მისი რამდენიმე თანაგუნდელიც "რესპუბლიკური პარტიიდან" წავიდა. ცნობისთვის, კედლის მშენებლობის დაფინანსებასთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ 35-დღიანი, ამერიკსი ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ე.წ. შათდაუნი გამოიწვია, როდესაც პრეზიდენტმა ბიუჯეტზე ხელის მოწერაზე უარი თქვა და უწყებები დაფინანსების გარეშე დატოვა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)