|
2019-02-14 18:38:35, 1266 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ოპოზიციას 2020 წლიდან პროპორციული სისტემის ამოქმედება შევთავაზეთ, რაზეც უარი თქვეს - ახლა თემა დახურულია
„საკონსტიტუციო რეფორმის დასრულების შემდეგ ჩვენ გვქონდა ერთგვარი რეფერენდუმი, მას შემდეგ ჩატარდა მუნიციპალური არჩევნები. ამ მუნიციპალურ არჩევნებს ზუსტად ოპოზიცია უწოდებდა მაშინ საკონსტიტუციო რეფერენდუმს და იმ რეფერენდუმში ხალხმა გამოხატა თავისი ძალიან მყარი მხარდაჭერა „ქართული ოცნების" მიმართ",-ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის გეგმას მილიონი ხელმოწერის შეგროვების შესახებ, რათა 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს. ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა, პროპორციული სისტემა 2020 წლიდან ამოქმედებულიყო, მაგრამ მაშინ ოპოზიციამ ამაზე უარი თქვა. მისივე განცხადებით, მუშაობა გაგრძელდება დღეს ჩამოყალიბებული კანონმდებლობით. „საკონსტიტუციო რეფორმა დასრულებულია. მაშინ ჩენ შევთავაზეთ ოპოზიციას უკვე 2020 წლიდან პროპორციული სისტემის ამოქმედება, თუმცა, ამაზე ითქვა უარი. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწია ორსაფეხურიანი სისტემით გადასვლა პროპორციულ სისტემაზე. არის რეფორმა დასრულებული, ეს თემა არის დახურული, შესაბამისად, გაგრძელდება მუშაობა იმ კანონმდებლობით, რომელიც არის დღეს ჩამოყალიბებული. რაც შეეხება მილიონ ადამიანს, ჩვენ გვქონდა ერთგვარი რეფერენდუმი, მას შემდეგ, რაც დასრულდა საკონსტიტუციო რეფორმა. მოგეხსენებათ, მას შემდეგ ჩატარდა მუნიციპალური არჩევნები. ამ მუნიციპალურ არჩევნებს ზუსტად ოპოზიცია უწოდებდა მაშინ საკონსტიტუციო რეფერენდუმს და იმ რეფერენდუმში ხალხმა გამოხატა თავისი ძალიან მყარი მხარდაჭერა „ქართული ოცნების" მიმართ. თქვენ გახსოვთ, რომ მაშინ ჩვენ მოვიგეთ ძალიან მყარად მუნიციპალური არჩევნები",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)