|
2019-02-06 17:03:06, 1613 ნახვა
კომენტარი
უგულავა: შოთაძე დღეს რეალურად ისევ პროკურორია - თადუმაძე უბრალოდ კაბინეთში დევს
გენერალურ პროკურატურასთან ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად „ევროპული საქართველოს“ წევრები გიგი უგულავა და სერგო რატიანი მივიდნენ. როგორც უგულავამ აღნიშნა, რაც პროკურატურამ შეიძლება გააკეთოს, ეს ზაზა სარალიძესთან შეხვედრაა. "ყველაზე ცოტა, რაც პროკურატურამ შეიძლება გააკეთოს, როდესაც ამ ადამიანს შეხვედრის სურვილი ექნება, მას უნდა შეხვდეს. ამაზე საერთოდ ლაპარაკი არ უნდა იყოს. აქ, უბრალოდ სცენის მიღმა რაც ვითარდება, როგორც ჩანს, ხელისუფლება აქაც ამ არჩევნების შედეგით ბოლომდე გონგასულია და ჯანსაღ ფარგლებს გასცდა. საზოგადოებამ კარგად დაინახა, კომისიაზე ის დანაშულებრივი გულგრილობა და პირდაპირ ჩადენილი დანაშაული მაღალი თანამდებობის პირების მიერ, ამ პროტესტს მოჰყვა ფორმალურად შოთაძის გადაყენება. დღეს ის კაცი უბრალოდ დევს მთავარი პროკურორის კაბინეტში, რეალურად ის არ ასრულებს, ყველა მოადგილე ადგილზეა, ყველა ადამიანი ვინც ჩართული იყო ამ საქმეში ადგილზეა, მეტიც, შოთაძე დღეს რეალურად ისევ პროკურორია, უბრალოდ ადგილს იკავებს თადუმაძე. ამიტომ თავის თავს ხო არ მოაჭრიან თავს, ფორმალურად არაფერი შეცვლილა. ერთი კვირით გადადეს იმიტომ, რომ ჩაფარცხონ", - განაცხადა გიგი უგულავამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)