01:40 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-06 13:04:28, 1298 ნახვა

კომენტარი
გედევან ფოფხაძე: დღეს მშობლის გარეშე ვარ და იმედია, არც დამჭირდება მასთან ერთად მოსვლა

უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, მისთვის პოლიტსაბჭოს მიერ გუშინ გავრცელებული განცხადება, მიუღებელია.

ფოფხაძის შეფასებით, ამ განცხადებით გარკვეულწილად სააკაშვილის რეჟიმის გამართლება მოხდა.

„ჩემთვის ის ტექსტი, რომელიც გაავრცელა პოლიტსაბჭომ, არის მიუღებელი, ასეთი მიდგომით სააკაშვილის რეჟიმის გამართლებას ვახდენთ გარკვეულწილად.ასეთი მიდგომა ჩემთვის  პრინციპულად  მიუღებელია. რა მოტივაციით ისარგებლა პოლიტსაბჭომ, ეს მას შეუძლია დაასაბუთოს, ამ მიდგომას მხარს ვერ დავუჭერ“,-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე- შერიგდებით დღეს?,- ფოფხაძემ ასე უპასუხა:

"ნაჩხუბარი არავისთან ვარ, ვაპირებ შევიდე, მოვისმინო პოზიცია. რაც ვთქვი ერთ-ერთი პრინციპული თემაა, რომ სასამართლოზე უნდა იყოს საჯარო განხილვები და უნდა მქონდეს საშუალება, რომ თქვენთან მოვიდე და ჩემი პოზიცია ვაფიქსირო, ეს არ უნდა ჩაითვალოს არადისციპლინურ ქცევად. როგორც ხედავთ, მშობლის გარეშე ვარ მოსული და იმედია არ დამჭირდება მშობელთან ერთად მოსვლა. სკოლაში ხომ არ ვართ, რა დისციპლინაზეა საუბარი. თუ დისციპლინა გვინდა, მაშინ შიდაპარტიული დემოკრატიის ის ხარისხი უნდა გვქონდეს, რომელიც არ გვაქვს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics