|
2019-01-10 14:43:38, 2863 ნახვა
სამხედრო
გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია: სამსახურის მიღმა არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ რჩება
მუხროვანში დისლოცირებული სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცების გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური მცდარს უწოდებს. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არც ერთი სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლება არ იგეგმება, სტრუქტურული ცვლილება კი თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის ფარგლებში ხორციელდება: „პროცესი ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. საკითხები ნატოს ექსპერტთა ჯგუფთან და საქართველოში არსებული ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად განვიხილეთ და იმ სტანდარტებთან მივედით, რაც მიღებულია ნატოს წევრ ქვეყნებში. არც ერთ შემთხვევაში, სამსახურს არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ ტოვებს. კადრების განკარგულებაში არავინ იმყოფება და ხვალიდან ყველა იქნება გადანაწილებული თანამდებობებზე“, - განაცხადა თავდაცვის ძალების მეთაურმა. გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაის განცხადებით, ტრანსფორმაციის პროცესი თავდაცვის მინისტრის პოლიტიკის ნაწილია და ის სპეციალური ოპერაციების ძალებსაც ეხება, რაც მიზნად თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდასა და სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის მეტი ავტონომიურობის მინიჭებას ისახავს. რეორგანიზაციის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე ორი ერთნაირი სტანდარტისა და შესაძლებლობის მქონე სპეციალური ოპერაციების ბატალიონი ჩამოყალიბდეს.
(NS)
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)