|
2019-01-08 11:04:35, 3225 ნახვა
მსოფლიო
პომპეო: სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატის 99% განადგურებულია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ინფორმაციით, ოფიციალურმა ვაშინგტონმა სირიიდან "ისლამური სახელმწიფოს" ხალიფატის 99% გაანადგურა, - ამის შესახებ Washington Examiner იუწყება. როგორც პომპეომ განაცხადა, ამერიკამ ამ თვალსაზრისით ძალიან წარმატებულო კამპანია ჩაატარა. "ISIS-ის ხალიფატის 99% განადგურებულია. ეს ჩვენი დიდი ძალისხმევით მოხდა. ვფიქრობ, რომ ყველა ისტორია ამ წინადადებით უნდა იწყებოდეს. სირია თავისუფალია 99% ტერორისტისგან. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ტერორიზმის დონე აღარ აიწევს ისეთ ნიშნულზე, როგორიც აშშ-ის წინა პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მმართველობის დროს იყო",- განაცხადა მაიკ პომპეომ. შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა სირიიდან 2000 ჯარისკაცის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)