|
2019-01-04 13:47:28, 1587 ნახვა
კომენტარი
ქობულია - მთის კურორტებზე ახალი სათხილამურო ტერიტორიები და საბაგიროები მოეწყობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას შეფასებით, ტურიზმის ზრდის ხელშეწყობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი საქართველოს სამთო კურორტებს უჭირავს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთის კურორტებზე დამატებით განხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოიზიდოს და მათ ღირსეულად უმასპინძლოს ოთხივე სეზონის განმავლობაში. „როგორც იცით, ჩვენ აქტიურად ვემზადებით 2023 წელს ფრისტაილის ჩემპიონატის ბაკურიანში ჩასატარებლად, ამისთვის გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია რამდენიმე სპეციფიკური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, მათ შორისაა ახალი სათხილამურო ტერიტორიების შექმნა, ახალი საბაგიროების მშენებლობა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები", - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. გიორგი ქობულიას ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია გოდერძის კურორტზე გზის რეაბილიტაცია ორივე მხრიდან, ხოლო გუდაურში ახალი პარკინგისა და საბაგიროს მშენებლობა. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ სასტუმრო „რუმსში" პრეზენტაცია გამართა, სადაც 2018 წელს საქართველოში ტურიზმის სექტორის შემაჯამებელი სტატისტიკა და სამომავლო გეგმები წარმოადგინა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)