|
2019-01-03 16:38:21, 1755 ნახვა
კომენტარი
ჩიქოვანი: მოგერინის განცხადება ნიშნავს, რომ ევროპა-საქართველოს ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა და სადაც ევროპაა, იქ არის საქართველო
ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ქალბატონი მოგერინი საქართველოს სტუმრობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განიხილავს ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების გვერდით, როგორიც არის კორეის შეთანხმება, როგორიც არის ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკა და ირანის შეთანხმება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ევროპისათვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორია. „ეს ნიშნავს, რომ ევროპა-საქართველოს ურთიერთობა არის უმაღლეს დონეზე და სადაც ევროპაა, იქ არის საქართველო და სადაც საქართველოა - იქ არის ევროპა. საქართველოსთვის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა არ ყოფილა მხოლოდ კულტურული მოვლენა - ეს იყო პოლიტიკური განაცხადი და ეს პოლიტიკური განაცხადი ადეკვატურად იქნა მიღებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. ფედერიკა მოგერენიმ 2018 წლის მთავარ მოვლენებს შორის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმრობა დაასახელა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში წერს, რომლის სათაურია „12 რამ, რაც 2019 წელსაც უნდა შევინარჩუნოთ".
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)