06:59 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-31 13:40:01, 2744 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში აფეთქების გამო, საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა - დაიღუპა 4 ადამიანი [ვიდეო]

რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში გაზის აფეთქების გამო საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქება გამთენიისას მოხდა, როდესაც მოსახლეობას ეძინა. თვითმხილველების მტკიცებით, აფეთქების შემდეგ დაახლოებით 10 წუთში სახლის ნაწილი, მათ შორის სადარბაზო ჩამოინგრა. 

მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად არიან დაშავებულები. 4 მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის 2 ბავშვია. კიდევ 28 ადამიანი კონტაქტზეა გამოსული. თუმცა 68 პირთან კონტაქტზე ამ დრომდე ვერ გადიან. შესაძლოა ისინი ნანგრევებში იყვნენ მოყოლილი. 

"რია ნოვოსტი" იტყობინება, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გაუფრთხილებლობით 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს. ადგილზე ამ დრომდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და პოლიცია მუშაობს. 

 

 

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics