|
2018-12-27 18:29:09, 1511 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ბესელიას გადადგომის მიზეზი დიდწილად ჩვენი შიდა სამზარეულოა, თუმცა ამ შიდა სამზარეულოს ნაწილობრივ გარეთ გამოვიტანთ
„ეკა ბესელიას გადადგომას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები. მიზეზი არ იყო ის, რაც მე ვთქვი. რა იყო მიზეზები, ეს არის დიდწილად, რა თქმა უნდა, ჩვენი შიდა სამზარეულო, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შიდა სამზარეულოს ჩვენ ნაწილობრივ გარეთაც გამოვიტანთ",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის შესახებ საუბრისას, ირაკლი კობახიძემ კონკრეტული განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, ამ საკითხზე საზოგადოებასთან საუბარი მოგვიანებით აუცილებლად იქნება. „დღეს მე თავს შევიკავებ კონკრეტული განცხადებების გაკეთებისგან, ჯობია, სხვა ფონზე გაკეთდეს ეს განცხადებები. არ არის მიზანშეწონილი იმ დღეს, როდესაც არის გაკეთებული გადადგომაზე განცხადება, იმ დღესვე გავაკეთოთ კომენტარები მიზეზებთან დაკავშირებით, თუმცა, გპირდებით, რომ ამ მიზეზებს ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით და გვექნება საზოგადოებასთან საუბარი ამ ყველაფერზე. მე არცერთ მიზეზს არ გავშლი თქვენი ნებართვით, დღეს, მიზეზებს მოგვიანებით დავუბრუნდებით",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)