|
2018-12-27 17:49:57, 1924 ნახვა
კომენტარი
მურუსიძე: არ ვარ ის ადამიანი, რომელმაც გირგვლიანის მკვლელები ციხიდან გაუშვა, მზად ვარ კითხვებს ვუპასუხო
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ლევან მურუსიძის განცხადებით, ის მზად არის იუსტიციის საბჭოს წინაშე სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გასცეს. ამასთან, მურუსიძის განმარტებით, გირგვლიანის საქმეზე სხვა გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო. "რასაც მე მედავებიან, ეს თითიდან გამოწოვილია და აბსურდულია სამართლებრივი კუთხით. მზად ვარ, საქართველოში სისხლის სამართლის საქმის მცოდნე ადამიანები შეიკრიბონ და მოხდეს ლევან მურუსიძის ერთგვარი გასამართლება ამ საკითხზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ მომეცეს საშუალება, რომ დავამტკიცო სიმართლე. ადამიანმა, რომელმაც მსჯავრდებულებს მივუსაჯე 7 წელი, არ ვარ ამ საქმეში მთავარი დამნაშავე და არ არის ლევან მურუსიძე ის ადამიანი, რომელმაც გირგვლიანის მკვლელები გაუშვა ციხიდან. მორალით შესაძლოა, ერთნაირად ვფიქრობდეთ, თუმცა საბოლოოდ მაინც კანონიდან გამოვდივართ", - განაცხადა მურუსიძემ. მისივე თქმით, გირგვლიანის საქმეზე კიდევ ორი მოსამართლე მუშაობდა, თუმცა მათ მიმართ პრეტენზია არავის არასდროს გამოუთქვამს. ცნობისთვის, ლევან მურუსიძესთან გასაუბრება უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით, იუსტიციის საბჭოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)